წალენჯიხაში ტყის მასივს ცეცხლი უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია ავრცელებს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.
"წალენჯიხა. მიქავა/ლეჯოლოხეს უბანი. ამ წუთებში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს და ეკალ-ბარდებს უკიდია. ცეცხლი იყო ლეღვინჯილეში, სადაც მისი ჩაქრობა მოხდა. წალენჯიხის სახანძრო სამსახური ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს", - წერს ბელქანია სოციალურ ქსელში.