თოვის გამო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის გამო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე გარკვეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.