საბერძნეთის პრემიერმინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი კრემლს მიმართავს. მან განცხადება ბუქარესტში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის პრესკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
"ჩვენ კრემლისადმი მხოლოდ ერთი გზავნილი უნდა გვქონდეს - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი დიდებული მოქალაქეების მხარდაჭერას იქამდე, სანამ საჭირო იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ დავრჩებით სრულიად ერთიანები ამ გადაწყვეტილებისადმი.
ევროკავშირი გვაძლევს მკაფიო სიგნალს, რომ ევროპა არასოდეს მიიღებს საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ან საზღვრების ძალისმიერ ცვლილებას", - აცხადებს მიცოტაკისი.
გუშინ საბერძნეთის პრემიერი უკრაინაში ჩავიდა. ოდესაში ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი ადგილმდებარეობიდან, სულ რაღაც, 500 მეტრში ჩამოვარდა.