
პროკურატურის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე ბრალი წარუდგინეს.
ხოშტარიას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), რაც 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ხოშტარიამ განზრახ დააზიანა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით", - წერს პროკურატურა.
ხოშტარია გუშინ, 15 სექტემბერს დააკავეს.