
"კოალიცია ცლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.
იგი მის საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.
შსს-მ ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება გუშინ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დაიწყო.
მან ბანერს "რუსული ოცნება" დააწერა.
ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.