ჰიპერი: ევროკავშირი დგას ხოშტარიასა და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის გვერდით

ევროკავშირი დგას ელენეს და უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლის გვერდით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და გამოვდივართ მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოწოდებით.

ჩვენი მხრიდან უკვე გადაიდგა ნაბიჯები და განვიხილავთ გზებს და ვარიანტებს, როდესაც საქმე ეხება დამატებითი ზეწოლის განხორციელებას საქართველოს ხელისუფლებაზე იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, რასაც ვხედავთ.

უკვე დავიწყეთ ქმედებები ბოლო მინისტერიალზე უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, დისკუსიებით დამატებით ვარიანტებზე, რა შეგვიძლია სანქციებთან და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით გავაკეთოთ.

პარალელურად, ჩვენ სრულად დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ დახმარება ხელისუფლებისვის. თუმცა, გავზარდეთ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ამბობს ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ელენე ხოშტარიას დაკავებასა და ქართული ოცნების მხრიდან რეპრესიებზე დასმული კითხვის პასუხად.