თეთრი სახლის განცხადებით, ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ზოგიერთ თავდასხმას "ხელს უწყობს"

თეთრი სახლის განცხადებით, ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ზოგიერთ თავდასხმას "ხელს უწყობს"

თეთრი სახლის განცხადებით, ირანი ზოგიერთ შემთხვევაში მის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული ჯგუფების მიერ ერაყსა და სირიაში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმებს "აქტიურად უწყობდა ხელს".

ჯონ კირბის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეში, ასეთი თავდასხმების გახშირება შეინიშნებოდა. მისი თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ ეს დაჯგუფებები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და ირანის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილები არიან, რომლებიც ასევე აგრძელებენ ჰამასისა და ჰეზბოლას მხარდაჭერას.

"ჩვენ ვიცით, რომ ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და ზოგიერთ შემთხვევაში, აქტიურად უწყობს ხელს ამ თავდასხმებისკენ სხვებს უბიძგებს, ვისაც შეიძლება კონფლიქტის საკუთარი ან ირანის სასარგებლოდ გამოყენება მოუნდეს", - განაცხადა კირბიმ.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის ძალებზე თავდასხმები გახშირდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-საზღვაო ძალები, მათ შორის ორი ავიამზიდი, სხვა სამხედრო გემები და 2 000-მდე საზღვაო ქვეითი გაგზავნა.

"არ ვაპირებთ დავუშვათ, რომ რეგიონში ჩვენი ინტერესების მიმართ რაიმე საფრთხე დაუსჯელი დარჩეს", - განაცხადა კირბიმ.