თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ხელოსანი

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ხელოსანი

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე, გაზგასამართ სადგურზე თხევადი აირის ავზი აფეთქდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ხელოსანი, რომელიც ავზს სარემონტო სამუშაოებს უტარებდა.

უწყების ცნობით, აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია.