თელასი: საბურთალოზე მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა, 26 000-ზე მეტ აბონენტს დენი არ აქვს

თელასი: საბურთალოზე მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა, 26 000-ზე მეტ აბონენტს დენი არ აქვს

თელასის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში გაზის მილზე ხანძრის შედეგად დაიწვა მაღალი ძაბვის კაბელები, რის გამოც 26 000-ზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მათივე ცნობით, აღდგენითი სამუშაოები თავდაპირველად 00:00 საათისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ელექტროენერგიის აღდგენის სავარაუდო დრო 29 აგვისტოს 04:00 საათამდე გადაიწია.

"თბილისში, ოდიშელიძის ქუჩის 47 ნომრის მიმდებარედ არსებულ გაზის მილზე ხანძრის გამო დაიწვა თელასის მაღალი ძაბვის 35 კვტ სიმძლავრის კაბელები, რომლიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება საბურთალოს რაიონის 26 000 მეტ მომხმარებელს. ამჟამად მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ. გაზის კომპანიის მიერ გადაიკეტა გაზი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია", - ნათქვამია თელასის განცხადებაში.