თელ-ავივში ტერაქტისას საქართველოს მოქალაქე დაიჭრა

თელ-ავივში ტერაქტისას საქართველოს მოქალაქე დაიჭრა

თელ-ავივში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება", - აცხადებენ საგარეოში.

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 6 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 12 კი დაიჭრა.

Times of Israel-მა პოლიციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

მედიაში გავრცელდა თავდამსხმელთა კადრები, რომლებიც ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ავტომატით იყო შეიარაღებული.