თბილისში, ყაზბეგისა და თამარაშვილის კვეთაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო და მსუბუქი ავტომობლი შეეჯახნენ.
სასწრაფოსა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილი 2 ქვეითს შეეჯახა, რის შედეგადაც ისინი დაშავდნენ.
დაშავებულია ასევე ავტომობილის მძღოლიც.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.