
თბილისში, საბურთალოზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ფორმულას ინფორმაციით, დაჭრილია ახალგაზრდა კაცი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თანახმად, დანაშაულს წინ უძღოდა ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.