
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოშლილი ნანგრევების ქვეშ, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის, ნაპოვნია 2 ადამიანის, ქალის და კაცის, ცხედრები.
1 დაშავებული ქალი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. სირაძის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.