![ხულოში მანქანა ხევში გადავარდა - დაიღუპა 1 ადამიანი](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/b98b8758-2f19-495e-893f-19ac2a649efa.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 1 ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ივნისს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ მ.წ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ამბობენ შსს-ში.