
ამ წუთებში ევროპის დღისადმი მიძღვნილი მარში რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისაკენ მიემართება.
მსვლელობაში მონაწილეობენ სინდისის პატიმრების მშობლები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები.
"ჩვენ ვართ ევროპელები. მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ ეს ქვეყანა ხალხს ეკუთვნის. მთავარია, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლოთ, რადგან გამარჯვება ძალიან ახლოსაა", - აცხადებენ მარშის მონაწილეები.
დღეს თბილისში, საერთო ჯამში, ევროპის დღისადმი მიძღვნილი 5 მსვლელობა გაიმართება, რომელთა დანიშნულების ადგილი ევროპის მოედანია.