თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს დაეჯახა - დაშავებულია 2 ადამიანი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.