თბილისში, გაჩერებაზე მდგომ ავტობუსს მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა დღეს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.