
გუშინ თბილისში, სპორტის ახალ სასახლესთან სპორტსმენ ბექა ონიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები მას საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიაყენეს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ონიანი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ხელოვნურ კომაში იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ონიანს სპორტის სასახლის დატოვების შემდეგ 1 ადამიანი ჩაუსაფრდა, თავში უკნიდან დაუდგენელი საგანი ჩაარტყა და ფიზიკურად გაუსწორდა.
მისი ოჯახის წევრების თქმით, თავდამსხმელი სახელი ივა ტყეშელაშვილია. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მისი მამა პოლიციელია და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასთანაც იყოს დაკავშირებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.