თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება - GWP

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება - GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, ბობ უოლშის ქ. N26-თან ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.

GWP-ში ამბობენ, რომ 10:00-დან 19:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ენუქიძის, ბობ უელშის, კუკური გოგიშვილის, პაპაშვილის და გვირილების ქუჩებს, ფრანგულ დასახლებას, სპორტულ კომპლექსებს.