თბილისის 4 საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს

თბილისის 4 საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს

თბილისის 4 საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბაღების მართვის სააგენტომ ფორმულას კითხვას არ უპასუხა, თუმცა სხვა რამდენიმე მედიას დაუდასტურეს.

საუბარია 1-ელ, მე-17, 38-ე და 28-ე საჯარო ბაღებზე.

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ორგანიზაციული ცვლილებების გატარებასთან ერთად, დაიწყო კომპლექსური მონიტორინგის პროცესი, რომლის მიზანია ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო და ადმინისტრირების პროცესის შესაბამისობის შეფასება არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სააღმზრდელო მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები.

საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ბაღის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მინდობილ პირს. რამდენიმე ბაღში გამოვლენილმა დარღვევების სიმძიმემ აჩვენა, რომ ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს სააღმზრდელო პროცესს.

შესაბამისად, გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი; ზოგიერთი დასაქმებულის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

aღსანიშნავია, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტთან შესაბამისობის დაცვას, მუდმივია და გაგრძელდება“, – აცხადებს ბაღების მართვის სააგენტო გამოცემა პუბლიკასთან.