თბილისი ენერჯი გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ცდილობენ, 23:00 საათისთვის გაზი ყველა აბონენტს მიაწოდონ.
"ამ წუთის მონაცემებით: დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია ვაკე-წყნეთი : 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა. საბურთალო ნუცუბიძე : 87 200 აბონენტი - ჩაირთო 55% - მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა. სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
9 თებერვალს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაუდგენელი მიზეზის გამო, სავარაუდოდ, მესამე პირის ჩარევის შედეგად, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ამარაგებს ვაკე-საბურთალოს.