ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი მიმართვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბროლის გამო, მსოფლიოს "ყურადღება და დაფასება დაიმსახურა."
იგი ასევე შეეხო წარმომადგენელთა პალატაში მის მიერვე წარდგენილ MEGOBARI ACT-ს და დასძინა, რომ კანონპროექტის მიზანი საქართველოსთვის სიძლიერისა და დემოკრატიულობის შენარჩუნებაა.
"ქართველ ხალხს ვუსურვებ საუკეთესო სურვილებს, როცა თქვენ აღნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და განასახიერებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ამ სულისკვეთებას. თქვენ საქართველოს თავისუფლებისა და მომავლის მცველად შრომისთვის დაიმსახურეთ მსოფლიოს ყურადღება და დაფასება. ჩვენ ვეწინააღმდეგებით საქართველოს კრემლის ბნელ დროებაში დაბრუნების ძალისხმევას. ის ვინც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა, შეეწინააღმდეგა ჩვენს კავშირსაც. ჩვენი ქვეყნების კავშირით კი ვიცით, რომ მტრები დამარცხდებიან, ხოლო საქართველო წარმატებას მიაღწევს.
მე, როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და სხვა კომისიონერებმა წარვადგინეთ MEGOBARI ACT, რათა ამერიკის კონგრესის წინაშე პასუხი აგოს მან, ვინც დემოკრატიაზე იერიში მიიტანა. ამ კანონმდებლობის სულისკვეთება ასევე მოიცავს საერთო მიზნებისკენ შრომის ძალისხმევას, რათა შევინარჩუნოთ ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო. ღმერთმა დაგლოცოთ და გისურვებ საუკეთესოს. ამერიკელი მოსახლეობა თქვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველი ხალხის გვერდით დგას", - თქვა მან.