თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეონიძის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავების ოპერაციაში სპეცდანიშნულების რაზმიც მონაწილეობდა.
დაკავებულების ვინაობა და რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ერთ-ერთი მოქალაქე, ლექსო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციის მონაწილეს ცოლთან ერთად სცემეს.
პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გუშინაც დააკავა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.