როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს დღეს ქართულმა ოცნებამ ახალი საქართველოს დიდ დასაწყისს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს! ჩვენ ორი თვეა ვასწავლით ერთმანეთს ამ სიახლეს! ერთმანეთს ვასწავლით, როგორ უნდა გვქონდეს ერთმანეთის იმედი, რომ არასდროს მივატოვებთ ერთმანეთს! ორი თვეა ერთმანეთს ვასწავლით უშიშრობას, ანუ თავისუფლებას, სიცილს ნებისმიერი საფრთხის წინაშე! ერთმანეთს ვასწავლით ბრძოლის სრულიად ახალ გზებს, რომლის წესებიც ვერ ამოიცნეს ჩაჟანგებულმა "ძველებმა", თავისუფლების მოძულეებმა, ამიტომაც ვჯობნიდით ყოველ დღე!
ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ, რა არის და როგორ უნდა ვიზეიმოთ ჩვენი მთავარი მონაპოვარი - ჩვენი დამოუკიდებლობა! ჩვენ ერთმანეთს ვასწავლეთ ისტორიის, რწმენისა და ერთობის სიყვარული, - რომ თურმე შესაძლებელია გულწრფელად გიყვარდეს შენი ფესვები, - ნამდვილი, ცოცხალი ტრადიციები, - და ამავდროულად, მუდმივად მზად იყო განახლებისთვის - ჩვენ გავაცოცხლეთ ენა! ჩვენ გავაახლეთ ხელოვნება! ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ახალ ენაზე, თავისუფლებისა და სიყვარულის ენაზე, რომელიც მხოლოდ მათ ესმით, ვისაც თავისუფლება და სიყვარული უყვარს!
ჩვენ ვნახეთ ახალი საქართველოს გაზაფხული!
თვალი მოვკარით ახალ საქართველოს!
დღეს კიდევ ერთხელ დავიცავთ მას. დღეს მისი დაცვის დღეა!
გამოდი გარეთ, დაიცავი ახალი საქართველოს გაზაფხული!
წერს რეჟისორი დათა თავაძე.
დღეს ოცნება პარლამენტში რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს. პარალელურად, საკანონმდელო ორგანოსთან მოქალაქეები დილიდან იკრიბებიან.