
აქტივისტი თათია აფრიამაშვილი Facebook-ზე წერს, რომ დღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრ გოგოს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"დღეს სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, გოგოს, სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახელს და გვარს ვერ დავწერ, ოჯახიდან გამომდინარე, არ უნდა რომ გაიგონ, ინერვიულებენო...", - წერს ის.