
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები არამარტო უკრაინისთვის, არამედ ყველა დამსწრისთვის მიუღებელი იყო.
მან აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდგომ ასევე დასძინა, რომ წინ შესაძლოა "ძალიან რთული დღეები გველოდეს."
"ჩვენ არ ვმალავთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის პოზიცია ძნელია კონსტრუქციულად აღვწეროთ. სავარაუდოდ, ძალიან რთული დღეები გველოდება", - თქვა მან.
ტუსკმა და სხვა დასავლელმა ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ მუშაობას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად და ამოცანა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ერთიანობის შენარჩუნება იქნება.