ტუსკი: ჩვენ მოვიგეთ ჩვენი თავისუფალი, საყვარელი პოლონეთი

ეს არის ბოროტი დროების დასასრული, ეს არის PiS-ის მმართველობის დასასრული, ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ მოვიგეთ დემოკრატია, მოვიგეთ თავისუფლება, ჩვენ მოვიგეთ ჩვენი თავისუფალი საყვარელი პოლონეთი... ეს დღე ისტორიაში შევა, როგორც ნათელი დღე, პოლონეთის აღორძინების დღე.

მიმართა ამომრჩეველს პოლონეთის ოპოზიციის ლიდერმა დონალდ ტუსკმა ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ.

ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი მარცხდება.