ლაიენი: საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს

ლაიენი: საკუთარ საზღვრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს

გავაგრძელებთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზღვრები ძალით ვერ შეიცვლება და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ თავად უკრაინამ უნდა მიიღოს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „ეს გადაწყვეტილებები უკრაინის გარეშე მაგიდასთან არ უნდა იქნას მიღებული“.

ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ სანამ უკრაინაში სისხლისღვრა გრძელდება, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის.

მან აღნიშნა, რომ ხვალ ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად გაემგზავრება: „ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.