ლაიენი: ზელენსკის თხოვნით, თეთრ სახლში ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას შევუერთდები

ლაიენი: ზელენსკის თხოვნით, თეთრ სახლში ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას შევუერთდები

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, ვაშინგტონში, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას შეუერთდება.

ევროკომისიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რომელი ევროპელი ლიდერები შეუერთდებიან კიდევ ამ შეხვედრას.

ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს.