პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგებით, მმართველ პარტიას (PiS) მხარი ამომრჩეველთა 36.8%-მა დაუჭირა, რაც 460-ადგილიან პარლამენტში 200 მანდატს ნიშნავს.
თუ ეს ეგზიტპოლი გამართლდა, მმართველი პარტია უმრავლესობას კარგავს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ეგზიტპოლის მიხედვით, უმსხვილესი ოპოზიციური პარტია, KO-მ, რომლის ლიდერიცაა დონალდ ტუსკი, ხმების 31,6%-ს მიიღებს, რაც 163 მანდატია.
ეგზიტპოლის მიხედვით, მესამე ადგილზეა "მესამე გზა" 13%-ით, მეოთხეზე კი ახალი მემარცხენეები - 8.6%-ით.