ბორჯომში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბორჯომში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბორჯომში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 3 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.