
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს X-ზე პოსტით ეხმაურება.
ლატვია აცხადებს, რომ ჩატარებულ არჩევნებს არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული.
"არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალი და არც დემოკრატიული.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული.
ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისგან და მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან", - ვკითხულობთ განცხადებაში.