აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც შეერთებული შტატები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) დატოვებს.
აღმასრულებელ ბრძანებაში ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზებად ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობაა დასახელებული.
როგორც ცნობილია, აშშ WHO-ს ყველაზე დიდი შემომწირველია და ყოველ წელს ორგანიზაციისთვის დაახლოებით 130 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, რათა სააგენტომ ჯანდაცვის მხრივ გლობალური მზადყოფნისა და დროული პასუხის გაცემისთვის საჭირო ხარჯები დაფაროს.
ამასთან, ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც ტოვებს.
ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც მიიღო, თუმცა მისი გადაწყვეტილება 2021 წელს პრეზიდენტმა ბაიდენმა გააუქმა.