აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 28 თებერვალს თეთრ სახლს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.
მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად მიწვევა მიიღო მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების მხარეები აშშ-უკრაინას შორის იშვიათი წიაღისეულის გარიგების განახლებული ვერსია შეიმუშავეს.
"ამ შეთანხმებას, შესაძლოა, დიდი წარმატება ჰქონდეს - ან უხმაუროდ გადაიაროს. დიდი წარმატება პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული", - თქვა ზელენსკიმ.