ტრამპის ცნობით, უკრაინასთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას მალე ხელი მოეწერება

ტრამპის ცნობით, უკრაინასთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას მალე ხელი მოეწერება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, უკრაინასთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას ხელი მალე მოეწერება.

"ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ძალიან მალე მოვაწერთ ხელს ხელშეკრულებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ. მათ აქვთ უზარმაზარი ღირებულება იშვიათი მინერალების თვალსაზრისით და ჩვენ ამას ვაფასებთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, შეთანხმების დოკუმენტი მზად იყო, თუმცა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ზელენსკის საჯარო კამათის შემდეგ ხელმოწერა ჩაიშალა.