ტრამპის თქმით, პუტინი უკრაინაში EU-ის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება

ტრამპის თქმით, პუტინი უკრაინაში EU-ის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას დათანხმდება.

ეს განცხადება მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარების განლაგებას ეხებოდა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინზე თქვა: "ის დათანხმდება ამას. მე დავუსვი მას ეს შეკითხვა".

"მომისმინეთ, თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, ის არ იქნება ომით დაინტერესებული... მე სპეციალურად დავუსვი მას ეს შეკითხვა. მას არ აქვს ამასთან პრობლემა", - ამბობს დონალდ ტრამპი.

ოვალურ კაბინეტში ემანუელ მაკრონთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ ომი შესაძლოა დასრულდეს "რამდენიმე კვირაში", თუმცა "გააფრთხილა, რომ შეთანხმების გარეშე საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს".