
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთი და პაკისტანი სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ტრამპის თქმით, აღნიშნული მიღწევა აშშ-ის შუამავლობის დახმარებით გახდა შესაძლებელი.
"შეერთებული შტატების შუამავლობით ხანგრძლივი ღამის მოლაპარაკებების შემდეგ, სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე. ვულოცავ ორივე ქვეყანას საღი აზრისა და შესანიშნავი ინტელექტის გამოყენებას. გმადლობთ ამ საკითხზე ყურადღებისთვის!", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეიარაღებული დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 7 მაისს დაიწყო, როცა ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. აღნიშნულ შეტევას ისლამაბადის მხრიდანაც საპასუხო თავდასხმა მოჰყვა.
კონფლიქტს, სხვადასხვა მონაცემებით, 170-დან 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 48 მშვიდობიანი მოქალაქეა.