
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არსებობს "ძალიან კარგი" შანსები რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სახის "სამშვიდობო შეთანხმების" დადებისთვის.
ეს განცხადება მან თეთრ სახლში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
პოტენციური "სამშვიდობო შეთანხმების" დეტალების შესახებ დასმული კითხვის პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მომდევნო 3 დღის განმავლობაში ამ დეტალებს სრულად გამოაცხადებს.
"მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრები უკრაინისა და რუსეთის [საკითხზე]", - დასძინა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე კვირაში გაფორმება, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა:
"არსებობს ძალიან კარგი შანსი", - თქვა დონალდ ტრამპმა.