ტრამპი უკრაინისგან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვს

ტრამპი უკრაინისგან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისგან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დაუყოვნებლივ ხელმოწერას მოითხოვს.

"ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინამ შეერთებულ შტატებთან იშვიათი მიწების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების საბოლოო დოკუმენტებს ხელი არ მოაწერა. ეს, სულ მცირე, სამი კვირით დაგვიანებულია. იმედია, მას დაუყოვნებლივ მოაწერენ ხელს. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს. წარმატება მომავალში მოსალოდნელია!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.