ტრამპი: უკრაინას უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა

ტრამპი: უკრაინას უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინაში უფრო მეტ იარაღს გაგზავნის.

ცნობილია, რომ ძირითადი აქცენტი თავდაცვით იარაღზე გაკეთდება.

"ჩვენ უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ. ჩვენ მოგვიწევს მეტი იარაღის გაგზავნა, პირველ რიგში, თავდაცვითი იარაღის. მაგრამ ისინი ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ. ამ არეულობაში უამრავი ადამიანი იღუპება", - თქვა მან.

ტრამპი ასევე შეეხო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი ბოლო საუბარს, რომლის შედეგებიც, აშშ-ის ლიდერის თქმით, "იმედგამაცრუებელი" იყო.

"გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ჩერდება. მე არ ვარ კმაყოფილი ამით", - განაცხადა ტრამპმა.