ტრამპი: უკრაინას შეუძლია NATO დაივიწყოს

ტრამპი: უკრაინას შეუძლია NATO დაივიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს მოუწევს „დათმობებზე" წასვლა უკრაინასთან მოლაპარაკებებში, მაგრამ უკრაინას „შეუძლია დაივიწყოს“ NATO-ში გაწევრიანება.

ამის შესახებ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე ისაუბრა.

"შემიძლია გითხრათ, რომ NATO შეგიძლიათ, დაივიწყოთ, რადგან ალბათ ეს მიზეზია, რატომაც მთელი ამბავი დაიწყო", - თქვა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება დაიდოს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ, მაგრამ უკრაინისთვის, ჩვენ ძალიან ვეცდებით კარგი გარიგების შეთავაზებას", - თქვა ტრამპმა.