ტრამპი: სავარაუდოდ, მომავალ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები

ტრამპი: სავარაუდოდ, მომავალ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალ კვირას, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

მან აღნიშნა, რომ ამისთვის უკრაინაში არ ჩავა და შესაძლოა, ზელენსკის მომდევნო კვირას ვაშინგტონში შეხვდეს - უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონის გამგზავრება ჯერ არ დაანონსებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე საუბარს ვლადიმერ პუტინთან გეგმავს.

"მე, სავარაუდოდ, შევხვდებით პრეზიდენტ ზელენსკის მომავალ კვირას. დიდი ალბათობით, დაველაპარაკები პუტინსაც. მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს წმინდა ადამიანური კუთხით. ის, რაც ხდება, საშინელებაა... მინდა, რომ ეს უაზრო ომი მორჩეს", - თქვა ტრამპმა.