
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა „ყარს“, და აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის 10 დოლარით შემცირება ვლადიმირ პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს.
„პუტინი მოკვლას შეწყვეტს, თუ ნავთობი კიდევ 10 დოლარით გაიაფდება — სხვა გზა აღარ ექნება, მისი ეკონომიკა საშინელ დღეშია,“ — თქვა ტრამპმა CNBC-თან ინტერვიუში.
ტრამპმა ასევე გააფრთხილა ინდოეთი, რომ თუ ის არ შეწყვეტს იაფფასიანი რუსული ნავთობის ყიდვას, ვაშინგტონი ინდური ექსპორტისთვის 25%-იან ტარიფს "მნიშვნელოვნად გაზრდის".
კრემლმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სუვერენულ ქვეყნებს აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი სავაჭრო პარტნიორები, ხოლო ტრამპის მუქარები მორიგი მცდელობაა, რომ ქვეყნებმა რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტონ.
იქამდე, ტრამპმა გასულ კვირას ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების ბრძანება გასცა, როგორც პასუხი დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე, რომელმაც ტრამპის ულტიმატუმი აშშ-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.