ტრამპი: რუსეთი და უკრაინა „დაუყოვნებლივ“ დაიწყებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს

ტრამპი: რუსეთი და უკრაინა „დაუყოვნებლივ“ დაიწყებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა მყისიერად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მიზნით. ეს განცხადება მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ტრამპის თქმით, "ძალიან კარგად" წარიმართა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევის პირობები მხარეებმა ერთმანეთში უნდა შეათანხმონ.

პუტინის განცხადებით, მოსკოვი მზად არის მუშაობა დაიწყოს „მომავალი სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე“, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს მომენტი "გადამწყვეტად" შეაფასა და აშშ-ს მოუწოდა, მოლაპარაკებებს არ ჩამოშორდეს.

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კიევი მოითხოვს „სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას“, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამას არ დათანხმდება, დასავლეთს მოუწოდა, მოსკოვზე უფრო ძლიერი სანქციები დააწესოს.

ტრამპის განცხადებით, აშშ არ ჩამოშორდება მოლაპარაკებების პროცესს, თუმცა დაამატა, რომ აქვს „წითელი ხაზი“, რომელზეც გადაბიჯების შემთხვევაში ზეწოლას ორივე მხარეზე შეწყვეტს.