ტრამპი: პუტინთან შეხვედრა თუ კარგად წარიმართება, გვექნება მეორე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის

ტრამპი: პუტინთან შეხვედრა თუ კარგად წარიმართება, გვექნება მეორე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის

თუ პირველი შეხვედრა კარგად წარიმართება, ჩვენ ძალიან სწრაფად, მე ვიტყოდი მაშინვე, გვექნება მეორე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. მეც ვიქნები ამ შეხვედრაზე, თუ ისინი მოისურვებენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, მაგრამ ეს იქნება მზადება მეორე შეხვედრისთვის. ვფიქრობ, მეორე შეხვედრა, თუ ის შედგება… შეიძლება, მეორე შეხვედრა არც შედგეს, იმიტომ, რომ შესაძლოა, ვერ მივიღო ის პასუხები, რაც უნდა მივიღო. ამ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ გვექნება", – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.