ტრამპი: კანადის პრემიერმინისტრს ვესაუბრე, ჩვენ ბევრ საკითხზე ვთანხმდებით

ტრამპი: კანადის პრემიერმინისტრს ვესაუბრე, ჩვენ ბევრ საკითხზე ვთანხმდებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელსი წერს, რომ კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნის ესაუბრა და ისინი "ბევრ საკითხზე თანხმდებიან".

"მე ახლა დავასრულე საუბარი კანადის პრემიერმინისტრ მარკ კარნისთან. ეს იყო უაღრესად პროდუქტიული საუბარი, ჩვენ ბევრ რამეზე ვთანხმდებით და შევხვდებით კანადაში მოახლოებული არჩევნების შემდეგ, რათა ვიმუშაოთ პოლიტიკის, ბიზნესისა და ყველა სხვა ფაქტორის ელემენტებზე, რაც შესანიშნავი იქნება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე კანადისთვის. გმადლობთ ამ საკითხზე ყურადღებისთვის!", - წერს ტრამპი.