ტრამპი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს

ტრამპი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის კონფერენციის თავმჯდომარე, ელის სტეფანიკი დაასახელა.

"ჩემთვის პატივია, ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო. ელისი ძალიან ძლიერი, მტკიცე და ჭკვიანი მებრძოლია"- თქვა ტრამპმა.

ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ ტრამპისგან შეთავაზება მიიღო.

"ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ, დავთანხმდე მის ნომინაციას და მოუთმენლად ველი აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერას"- აღნიშნა სტეფანიკმა.

ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.