სტიქიამ სულ უფრო მეტი სისტემური პრობლემა გამოააშკარავა. მედიამ წამოწია აუდიტის 2020 წლის დასკვნა. დოკუმენტის სახელწოდებაა - "წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობა". ეს ბოლო დასკვნაა, რომელიც ამ საკითხზე დაიწერა. შინაარსის მიხედვით, წინასწარი გაფრთხილების სისტემა გაუმართავია. გარდა ამისა, 2015 წელს დამტკიცებული დოკუმენტი საფრთხეების შეუსრულებლობის შესახებ მხოლოდ 16%-ით იყო შესრულებული და ესეც 2020 წლის დოკუმენტშია ნახსენები. ასევე, ნახსენებია ტყეების მასობრივი გაჩეხა, მდინარეების პირას ურბანიზაცია და სხვა საგანგაშო ფაქტები.