ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის 2 უმძიმესი კვირა ისრაელში და მზადება სახმელეთო ოპერაციისთვის - ამ დროისთვის ისევ მძიმე ვითარებაა ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, საჰაერო შეტევა ისრაელის მიმართულებით, ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან თითქმის უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ისრაელის არმის სახმელეთო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნაშია, სამხედროები მხოლოდ ბრძანების მიღებას ელოდებიან. 2-კვირიანი მძევლობის შემდეგ, 210 დატყვევებულიდან, ტერორისტებმა, ამერიკის 2 მოქალაქე გაათავისუფლეს. ფორმულას გადამღები ჯგუფი, უკვე 2 კვირაა, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს, ბოლო ინფორმაცია ფრონტიდან.