ტელეკომპანია იმედი თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა

ტელეკომპანია იმედი თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა

ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა. წასვლის შესახებ მან გამოცემა მედიაჩეკერს დაუდასტურა.

როგორც მედიაჩეკერი აღნიშნავს, ფეიქრიშვილი, რომელიც გადაცემა იმედის დღის წამყვანი იყო, ტელეკომპანიაში პირველი ივნისიდან აღარ მუშაობს. მასალაში არაა საუბარი წასვლის მიზეზებზე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სახელისუფლებო, პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედი ჟურნალისტმა თამარ შარიქაძემ დატოვა. შარიქაძემ ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა და თქვა, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი მისგან ძალადობის წამახალისებელი სიუჟეტის მომზადებას ითხოვდა.